|
2026-04-15 17:57:23, 7072 ნახვა
სამართალი
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
კომპანიების „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი და დირექტორი ივანე გოგლიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, რასაც მისი ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს. ბიზნესმენი ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისი წინასწარი პატიმრობა შეიცვალა. ივანე გოგლიძე რამდენიმე თვის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მას ბრალი ედება სამართალდამცავი ორგანოებისთვის (შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო) დიდი რაოდენობით ყალბი და საშიში დაკონსერვებული თევზის მიწოდებაში. გამომძიებლები აცხადებენ, რომ 380 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია ადამიანის მოხმარებისთვის უვარგისი იყო. გოგლიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით წაუყენეს, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი საკვები პროდუქტების ფალსიფიცირებას გულისხმობს. ეს დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)