|
2026-04-14 14:01:58, 7540 ნახვა
სამართალი
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა. ამ წუთებში კი ევროკომისარი შეხვედრას სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან, მართავს. ვიზიტის მთავარი თემა ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარებაა. ფოკუსშია "ოცნების" მიერ მესამე სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დევნა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს, სადაც განმარტებებს მოითხოვს ძალის გადამეტების შემთხვევებზე და დაუსჯელ მოძალადეებზე. ო'ფლაერტი საქართველოში ბოლოს გასული წლის იანვარში იმყოფებოდა. ის მაშინ, "ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც შეხვდა. ამის შემდეგ, კომისარმა ოლიგარქის მთავრობა ტყუილში საჯაროდ ამხილა. გაირკვა, რომ მას ალექსანდრე დარახველიძემ უთხრა, რომ თითქოს "ოცნება" აქციების დარბევისას წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს არ ურევდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)