|
2026-04-04 21:32:24, 7027 ნახვა
პოლიტიკა
მახაშვილის თქმით, აპრილში აშშ-დან ჯგუფი ჩამოვა, რომელიც მიმდინარე პროცესებს შეისწავლის
ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატის ლევან მახაშვილის თქმით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. “ამერიკის მხარის პოზიციაა, რომ, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, სადაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები. საზოგადოება ხედავს, რომ თითოეული ვიზიტით და შეხვედრით ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას. საზოგადოებაში იყო გარკვეული წუხილებიც, ხომ არ არსებობს რაიმე ფარული დღის წესრიგი, თუმცა მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ნაკარნახევი იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე”, - Ipn.ge-ის თანახმად, ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა. მანამდე, რუსთავი 2-ის ეთერში თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ “აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები”. მან დეტალებზე არ ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)