|
2026-03-30 22:43:28, 2179 ნახვა
პოლიტიკა
ფედერალისტების ლიდერი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ზარი რეგიონში შექმნილი ვითარებით არის განპირობებული და სხვა არაფერი
ფედერალისტური პარტიის ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციაზე. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუბიოს ზარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა - ეს იქ არსებული ვითარებით იყო განპირობებული და „სხვა არაფერი“. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ კობახიძემ და რუბიომ ირანის თემა განიხილეს, თუმცა ჩერგოლეიშვილმა არ გამორიცხა, რომ ორივე მხარემ სხვა საკითხებსაც შეეხო. „ამერიკული პოზიცია ნათელია და რუბიო კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს ოპონენტების დევნის დასრულების, „გრანტების კანონის“ გაუქმებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილი ამჟამად ისეთ სიტუაციაშია, სადაც უკან დახევის ფუფუნება არ შეუძლია. ის ამ ყველაფერს რეპრესიების საშუალებით ინარჩუნებს და თუ რეპრესიები შემსუბუქდება, სწორედ მაშინ დადგება ავტოკრატებისთვის საშიში დრო - ისინი ჩამოიშლებიან. „როდესაც გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ დაიწყო, სწორედ მაშინ ჩამოიშალა“, - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)