04:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-28 23:07:49, 2547 ნახვა

პოლიტიკა
TV Pirveli: სუს-ის ფაილების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ილია II-ის გადადგომას მის სიცოცხლეშივე ითხოვდა

სუს-ის ფაილების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გადადგომას მის სიცოცხლეშივე ითხოვდა | ინფორმაციას ამის შესახებ TV PIRVELI ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს გაჟონილი კრებსების მიხედვით, ივანიშვილი პატრიარქის გადადგომას მისი მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესუსტებისთვის ითხოვდა:

"ინტერვიუდან გამომდინარე ნ.კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ი.გოგაშვილი მოქმედებს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რომელსაც სურს სრული გავლენის მოპოვება საპატრიარქოში. აღნიშნული მოსაზრების არგუმენტად უფლებადამცველი იხსენებს ფაქტს, როდესაც წარსულში პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პატრიარქს და სთხოვა გადამდგარიყო, რათა შესუსტებულიყო შ.თეთრუაშვილის გავლენები და ეს უკანასკნელი ჩამოშორებოდა საპატრიარქოს არაფორმალურ მმართველობას. ნ.კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ შ.თეთრუაშვილის კარნახით შესთავაზა პატრიარქმა ბ.ივანიშვილს ხსენებული საუბრის აუდიოფიქსაცია, რათა ისტორიას დარჩენოდა მათი დიალოგი, თუმცა ბ.ივანიშვილმა უარი განაცხადა და დატოვა შეხვედრა. მისივე თქმით, თავად შ.თეთრუაშვილსაც ცუდი დამოკიდებულება აქვს ბ.ივანიშვილის მიმართ და უფლებადამცველთან პირად საუბრებში იგი ხშირად მოუხსენიებია უარყოფითი სიტყვებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ.კაკაბაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ მოიშორა ბ.ივანიშვილმა შ.თეთრუაშვილთან ალიანსში მყოფი ი.გოგაშვილი, რომელიც ახლა „ტვ პირველთან“ შემდგარი ინტერვიუს გზით ცდილობს მმართველ გუნდს დაანახოს, რომ თუ მას შეეხებიან ალაპარაკდება და სააშკარაოზე გამოიტანს უამრავ რამეს" | წერია ინფორმაციულ ცნობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics