|
2026-03-27 21:05:06, 4044 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ და იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა რეჟიმს სტრასბურგში უჩივლა
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და იურისტ მიხეილ ზაქარეიშვილის საჩივრები გაიგზავნა. ორგანიზაციის ცნობით, ვიკა ბუკია დავობს გამოხატვის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებების დარღვევას, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილი – შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ორი საჩივარი გააგზავნა. ერთი ეხება ცნობილ ჟურნალისტს, „ტვ პირველის“ წამყვანს, ვიქტორია (ვიკა) ბუკიას; ხოლო, მეორე - პროფესიით ადვოკატს, მიხეილ ზაქარეიშვილს. პირველის მიმართ დაირღვა გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოსა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებები. მეორე მომჩივანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს დარღვევის მსხვერპლი გახდა. ვიკა ბუკია ივანიშვილის მორჩილმა სასამართლოებმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და მას ჯარიმის სახით 4000 ლარი დააკისრეს იმის გამო, რომ თავის ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს - მარიამ ლაშხს „მონა“ უწოდა. კლანურმა სასამართლომ იხელმძღვანელა, თვითონ „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მათ შორის, თავად მარიამ ლაშხის მიერ მიღებული კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და ადმინისტრაციული წესით სჯის ყველას, ვინც მათ „შეურაცხყოფას“ გაბედავს. ეროვნულმა სასამართლოებმა უგულებელყვეს გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედი ისეთი მაღალი სტანდარტები, როგორებიცაა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის, როგორც საზოგადოების დარაჯის განსაკუთრებული როლის აღიარება, პოლიტიკოსის მეტი თმენის ვალდებულება, შეფასებითი მსჯელობის, მათ შორის, მეტაფორული და სხვა სახის ფიგურალური გამოხატვის მომეტებული დაცულობა და სხვ. მიხელ ზაქარეიშვილს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მარტო იმიტომ, რომ იგი პარლამენტის წინ ტროტუარზე საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას. სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მიხეილ ზაქარეიშვილი ხალხის მოძრაობას უშლიდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ვიდეომასალიდანაც კარგად ჩანს, რომ საპროტესტოდ შეკრებილი ხალხის რაოდენობა მცირე იყო იმისათვის, რომ გამვლელების გადაადგილება შეეფერხებინა. გასული წლის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სტრასბურგის სასამართლოში 8 საჩივარი წარადგინა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)