|
2026-03-25 23:38:06, 1243 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მორალური თვალსაზრისით, [ოპოზიციას] არ ჰქონდა მყარი უფლება, ყოფილიყო სამებაში
თული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სათავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში სამების ტაძარში, პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ყოფილი პრეზიდენტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არმიწვევაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ "მორალური თვალსაზრისით, [ოპოზიციას] არ ჰქონდა მყარი უფლება, ყოფილიყო სამებაში". "თუ ვინმეს სურდა სამების ტაძარში შემოსვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ამის საშუალება. რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია, არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი. ფორმალური თვალსაზრისითაც, მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად, შესაბამისად, მე ვცდილობ, ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასო მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი და მეორე, მე ვფიქრობ, რომ მორალური თვალსაზრისით, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას. კიდევ გავიხსენებ იმ კამპანიას და კამპანიებს, რომელიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში, ამაში იყო ჩართული პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მთელი რადიკალური ოპოზიცია", - თქვა კობახიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)