|
2026-03-20 11:22:07, 2535 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ
საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც უგულავა აღნიშნავს, "ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია, მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით"
პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოში ჩამოვა, მაგრამ მსახურებას არ აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხუთშაბათ საღამოს რადიო თავისუფლებას კითხვაზე პასუხად მისწერა: „არ ყოფილა დაგეგმილი [ბართლომეოსის მსახურება]. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლისგან არ გავრცელებულა და იმთავითვე არაზუსტი იყო“. როგორც ტაბულა 18 მარტს წყაროებზე დაყრდნობით წერდა: "მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი რუსული დელეგაციებისთვის პრობლემაა. მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად, წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება (ჩამოსვლის მიუხედავად)".
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)