|
2026-03-17 14:30:20, 1821 ნახვა
პოლიტიკა
ჰადადი: საქართველოს EU-სკენ გზა წინ ვერ წავა, ვიდრე ქართული ოცნება რეპრესიებს აგრძელებს
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი Euroscope-თან აცხადებს, რომ დღეს საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ქართული ოცნების ქმედებების გამო ჩამორჩება. ის ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვების მიმართულებით "უფრო შორს წასვლა" შეუძლიათ. "საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინას ქართული ოცნების საქციელის გამო, რეპრესიების გამო, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი პრესის და ოპოზიციის წინააღმდეგ. [...] საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებას, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატა. თუ მას სურს ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს, იცის რა უნდა გააკეთოს. ეს გზა წინ ვერ წავა ვიდრე ქართული ოცნება რეპრესიებს აგრძელებს. უფრო მეტიც, გვაქვს ბერკეტები, მიზანმიმართული სანქციები, მათ შორის ვიზების შეზღუდვა საფრანგეთში, იმ ხალხისთვის, ვინც რეპრესიებთან კავშირშია და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად", - ამბობს ის.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)