|
2026-03-17 13:40:28, 1807 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელი ადასტურებს ირანის ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელის ალი ლარიჯანის სიკვდილს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დაადასტურა ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირის, ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელის ალი ლარიჯანის სიკვდილი. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის გასულ ღამეს ირანში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად იქნა ლიკვიდირებული. ალი ლარიჯანი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი პირი იყო. ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ღამით ირანში განხორციელებული დარტყმების შედეგად ბასიჯის ძალების სარდალი გოჰლამ რეზა სოლეიმანი მოკლეს. The Times Of Israel თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მისი ლიკვიდაცია იმ დროს განხორციელდა, როდესაც ის კარვების ბანაკში იმყოფებოდა, რომელიც ბასიჯმა ცოტა ხნის წინ მოაწყო. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამავე დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია ბასიჯის მეთაურის მოადგილე და პარამილიტარული ძალის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)