20:21 - 18 Aug, 2026
|
2026-02-01 18:52:02, 1369 ნახვა
სამართალი
ამრამი: საქართველოში დასასვენებლად ჩასულ 17 წლის ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ - ვიდეო
ისრაელელი ჟურნალისტი, დანიელ ამრამი წერს, რომ 31 იანვარს საღამოს საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ ისრაელის 17 წლის მოქალაქეებს ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ. ამრამი ახალგაზრდებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელები ყვიროდნენ: "თავისუფლება პალესტინას" და "ჰაილ ჰიტლერ". ამის შესახებ ამრამი სოციალურ მედიაში, მათ შორის, საკუთარ Telegram-არხზე წერს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული ახალგაზრდები ქვეყანაში 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა გუშინდელი შემთხვევის შემდეგ სავარაუდოდ გეგმებს გააუქმებენ. ექსპრესნიუსი დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, უწყების მიერ ინფორმაციის მოწოდებისთანავე მასალა განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)