19:23 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 23:01:11, 1294 ნახვა

სამართალი
პროკურორი ადასტურებს, რომ დაპირისპირების საფუძველი ქურდული სამყაროს მხარდაჭერა გახდა – შარაშიძის საქმე

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ მასა და პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეს შორის დაპირისპირება ქურდული სამყაროს მხარდაჭერის გამო დაიწყო.

“ჩატარებული გამოძიებით არის დადგენილი, რომ 27 იანვარს, ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე, ბრალდებულს და მასთან თანმხლებ ორ პირს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება დაზარალებულთან. ამის გაგრძელება – მოხდა უკვე ფიზიკური ძალადობა. თუმცა, აღნიშნული ძალადობა არ იყო დაკავშირებული მის სამსახურებრივ მოვალეობასთან. ეს იყო ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. არანაირად არ იკვეთება, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დაზარალებული, ან ეს ძალადობა დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ მოვალეობასთან […]

ბრალდებულს [დავით შარაშიძეს] თან ახლდა ორი პირი. ამ ორი პირიდან ერთ-ერთი ესაუბრებოდა დაზარალებულს. ამ საუბარში, მან გამოხატა მხარდაჭერა ქურდული სამყაროს მიმართ. ამის შემდეგ, აღნიშნულმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ასევე, შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავ ორგანოს და შემდგომ უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ეს ყველაფერი”, – უთხრა პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას.

პროკურორის ინფორმაციით, შარაშიძის თანმხლებ ორ პირს ამ დროისთვის ეძებენ. გარდა ამისა, ელგუჯა ადეიშვილმა განაცხადა, რომ შარაშიძისთვის შეფარდებულ საპატიმრო გირაოს ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სახელმწიფო ბრალდება ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics