|
2026-01-22 11:54:31, 1155 ნახვა
სამართალი
გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვა - მთავრობამ საგამოძიებო ორგანოებს მიმართა
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისობის, ხარჯეფექტურობის და პროდუქტიულობის შეფასების მიზნით, განახორციელა არაერთი სახელმწიფო უწყების მიერ სხვადასხვა მიმართულების დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონიტორინგი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების დეტალური შესწავლის შედეგად, რიგ შემთხვევებში, გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები. „მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს, რომლებსაც, რისკების პრევენციისა და შესაძლო ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ მითითებები და რეკომენდაციები", - აღნიშნულია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)