|
2026-01-03 23:47:50, 1055 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი და დონალდ ტრამპი ერთმანეთან ქვეყნის მომავალზე დისკუსიაში შევიდნენ
მადუროს ვიცეპრეზიდენტი, დელსი როდრიგესი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, წარადგინოს ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის, სილია ფლორესის, "სიცოცხლის დამადასტურებელი" საბუთი, მას შემდეგ, რაც აშშ-მ მადურო და მისი მეუღლე სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. სამთავრობო მედიასთან ტელეფონით საუბრისას როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ მან არ იცოდა, სად იმყოფებიან მადურო და მისი ცოლი. "ჩვენ არ ვიცით პრეზიდენტი ნიკოლას მადუროსა და პირველი ლედის, სილია ფლორესის, ადგილსამყოფელი. პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პრეზიდენტი მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელ საბუთს." - განაცხადა როდრიგესმა. კარაკასში გამართულ ცერემონიაზე როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა არცერთი ქვეყნის კოლონია არ გახდება და მზადაა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. მან მოუწოდა ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გათავისუფლებისკენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უარყოფს ხალხის წინააღმდეგ ძალადობას და სამხედრო აგრესიის ნებისმიერ სცენარს. როდრიგესის თქმით, მადურო ვენესუელას ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ თუ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი არ დანებდება და არ დათანხმდება აშშ-ის პირობებს, ამერიკის შეერთებული შტატები გადავა დარტყმების მეორე ფაზაზე. ამ დროისთვის ჩანს, რომ როდრიგესი უარს აცხადებს აშშ-ის პირობებზე და მოითხოვს ნიკოლას მადუროს გათავისუფლებას. ვენესუელაში სახმელეთო ძალების შეყვანაც განიხილება, თუ არსებული მადუროს რეჟიმი არ დათანხმდება ხელისუფლების გადაცემას, რომლის შედეგადაც ამერიკის შეერთებული შტატები გარდამავალ ეტაპზე ვენესუელაში მთავარი მმართველი ძალა გახდება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)