|
2026-01-02 10:35:35, 901 ნახვა
მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება: აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ისრაელმა მხარდაჭერა გამოუცხადეს მომიტინგეებს
ირანში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გუშინ ღამითაც გაგრძელდა, რასაც რეჟიმის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებები მოჰყვა. მომიტინგეები მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, როგორიცაა „ეს უკანასკნელი ბრძოლაა, ფეჰლევიები დაბრუნდებიან“ და „სიკვდილი დიქტატორს!“. ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. დაკავებულ მომიტინგეთა რიცხვიც იზრდება . გარდა ამისა, ონლაინ გამოქვეყნდა კადრები , სადაც ჩანს, თუ როგორ წვავენ ხუზესტანში მომიტინგეები IRGC-ის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ძეგლს ამერიკელების მიერ 2020 წელს მისი მკვლელობის წლისთავზე, ხოლო ქვეყნის დასავლეთით შიიტური სემინარია დაიწვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე Iran International-თან კომენტირებისას, განაცხადა , რომ ეს პროტესტები ხალხის „გასაგები რისხვის“ გამოხატულებაა მთავრობის მიერ სიტუაციის გამკლავების უუნარობის გამო. „თეირანმა ათწლეულების განმავლობაში უგულებელყო ქვეყნის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსები და ელექტროენერგიის მიწოდება, რათა მილიარდები დახარჯა ტერორისტულ ორგანიზაციებზე, ბირთვული იარაღის კვლევასა და ტერორიზმზე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. ამასობაში, ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა ამიხაი ჩიკლიმ გააზიარა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო წარწერით „მე ირანის ხალხის გვერდით ვდგავარ“. თავის მხრივ, ბრიტანელმა პარლამენტის წევრმა ნაიჯელ ფარაჟმა მომიტინგეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „ეს ბოროტი რეჟიმი უნდა წავიდეს“. ამ განცხადებების შემდეგ, პროსამთავრობო ირანულმა მედიამ კამპანია წამოიწყო, რომელშიც გარე ძალები „ქვეყანაში ჩარევასა და სიტუაციის პროვოცირებაში“ დაადანაშაულა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)