|
2025-12-17 10:47:56, 7666 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ერისადმი მიმართვა დაანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს საღამოს, ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ამერიკელებს მიმართავს. - ამის შესახებ The Hill იტყობინება. ტრამპის მიერ დაგეგმილი პირდაპირი მიმართვის შესახებ განცხადება მის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნდა. „ხვალ, აღმოსავლეთის დროით 21:00 საათზე, თეთრი სახლიდან პირდაპირ ეთერში ერისადმი მიმართვას ვაპირებ. მოუთმენლად ველი თქვენთან „შეხვედრას“. „ეს ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი წელი იყო და საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს დონალდ ტრამპი. მან თავისი მიმართვის თემასთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მიაწოდა. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის მეორე ვადის პირველი წლისთავი ახლოვდება. ნოემბრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მისი მოწონების რეიტინგი 2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. თუმცა, The Hill-ისა და Decision Desk HQ-ის ამ კვირაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპის მოწონების რეიტინგი მას შემდეგ კვლავ გაიზარდა 44.8%-მდე. უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ტრამპი ნდობის რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელით სარგებლობს უკრაინელებში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)