|
2025-08-18 17:04:42, 1195 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა- ზელენსკის მხარს უჭერს თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას
„დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რომ ზელენსკი მარტო არ არის, მას მხარს უჭერს თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას. უკრაინის გამარჯვებით ჩვენც გავიმარჯვებთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. „ჩემი აზრით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვაჩვენოთ, რომ ზელენსკი, უკრაინა და უკრაინელი ხალხი მარტო არ არიან. ზელენსკისთან შეხვედრას ესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შტრომერი და ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ უკრაინელი ხალხი მარტო არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ თავისუფალი სამყარო მხარს უჭერს მათ. სწორედ ამიტომ, ისინი, უკრაინელ ხალხთან ერთად, არ დაუშვებენ რუსეთის გამარჯვებას, თავისუფლების წარუმატებლობას და უკრაინის წარუმატებლობას, როგორც ამას ივანიშვილი ელის და სურს. უკრაინის გამარჯვებით ჩვენც, ქართველი ხალხი, რომელიც იმავე ღირებულებებისთვის ვიბრძვით, რისთვისაც უკრაინელი ხალხი იბრძვის, გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)