|
2025-08-15 16:38:33, 1802 ნახვა
პოლიტიკა
ძლიერი საქართველო: ვგმობთ NGO-ების დევნას, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებაა
კოალიცია ძლიერი საქართველო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ქართული ოცნების მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს. კოალიცია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლის თანახმადაც, 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან. ასევე, NGO-ების განცხადებით, წერილში ანტიკორუფიული ბიურო ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და ითხოვს განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ აგენტებად. ძლიერი საქართველოს პოლიტიკური გუნდი გმობს ქართული ოცნების ამ და სხვა ინსტრუმენტების მიერ წარმოებულ დევნას, რომელიც მათი თქმით, ისახავს ერთადერთ მიზანს - გააჩუმოს ქართველი ხალხი და დაამარცხოს ქართული სამოქალაქო საზოგადოება. განცხადება სრულად: "სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს. რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც ამ პროცესის აღმასრულებელი მთავარი ჯალათი, აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მდგომი, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შევიწროებას. ანტიკორუფციული ბიურო დღეს "ქართული ოცნების" კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული. ისინი ებრძვიან არა კორუფციას, არამედ იმ ადამიანებს, ვინც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მათივე კორუფციით დაზარალებულ ადამიანებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს... "ძლიერი საქართველოს - ლელო" პოლიტიკური გუნდი გმობს "ქართული ოცნების" ამ და სხვა ინსტრუმენტების მიერ წარმოებულ დევნას რომელიც ისახავს ერთადერთ მიზანს - გააჩუმოს ქართველი ხალხი და დაამარცხოს ქართული სამოქალაქო საზოგადოება. "ქართული ოცნების" მიერ უკანონოდ დანერგილი რეპრესიული მექანიზმები, ეწინააღმდეგება როგორც ზოგადად დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე ქვეყნის კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. ამ რეგულაციების გაუქმება არის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხშიც. ჩვენ, ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ აუცილებლად გავაუქმებთ ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას. სოლიდარობა ქართულ სამოქალაქო სექტორს. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)