|
2025-07-07 19:50:59, 1947 ნახვა
სამართალი
დაკავებული ახვლედიანი მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა მოინახულა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით იყო დაკავებული, ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. რამდენიმე წუთის წინ, ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაური, მის საკანში შევიდა. აფციაურის თქმით, ახვლედიანი საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მას ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და კომენტარს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გასვლის შემდეგ გააკეთებს. ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ახვლედიანი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უყურადღებოდ შენახვას გულისხმობს. თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს გეოჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოათავსეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)