|
2025-07-04 20:16:17, 1236 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ
„იმედი მაქვს, ეყოფა კეთილსინდისიერება და დათანხმდება გამოკითხვას, სხვა შემთხვევაში მივმართავთ სასამართლოს ცილისწამებისათვის,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუბა ქათამაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანისგან მისსავე განცხადებებზე განმარტებებს ითხოვს.
„კაცის და ქალის ანტისტანდარტია, როდესაც მეორე ადამიანს ურტყამ სახეში. განსაკუთრებით, როდესაც მეორე ადამიანი შეიძლება იყოს პოლიციელი, რომელმაც ზუსტად იმ მოქალაქის უფლებები და მისი უსაფრთხოება უნდა დაიცვას და როდესაც ეს სახეში გარტყმა ხდება დაკვეთით, ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში“, – თქვა ნინო წილოსანმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი და დააკმაყოფილებს თუ არა ადვოკატის შუამდგომლობას ნინო წილოსანის გამოკითხვასთან დაკავშირებით. სხდომის დაწყებამდე ჯუბა ქათამაძემ ახსნა სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი:
ადვოკატის განმარტებით, ნინო წილოსანის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, რადგან წილოსანი მტკიცებით ფორმაში საუბრობს ქმედების მოტივზე. ამიტომ, თუკი ის, რასაც წილოსანი ამბობს, ცილისწამება არ არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ, მაშინ ნინო წილოსანი უნდა დასთანხმდეს გამოკითხვას.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)