13:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 14:06:32, 730 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა.

წელს საქართველოს  ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავი აღინიშნება.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორგანიზაციასთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.

„გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ამ მხრივ არსებულ პროგნოზებს. აღინიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს გამოკვეთილ როლზე, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებიდან და მისი საქართველოს გაზრდილი როლიდან შუა დერეფნის განვითარებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics