|
2025-06-17 10:42:03, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა
პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას. „დღეს ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა. მშვიდობიან მოსახლეობას ასობით დრონი და რაკეტა დაესხა თავს. განსაკუთრებით მძიმე იერიშები კიევზე განხორციელდა“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ამას „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მიზანმიმართულად აკეთებს“. „პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს. მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯები და მოსკოვზე რეალური ზეწოლა დაამტკიცებს იმას, რომ ის ცდება“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში განახორციელა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)