20:23 - 18 Aug, 2026
|
2025-06-11 09:23:00, 2029 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 60 - დაშავდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რამაც ნგრევა, ხანძარი და მსხვერპლი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 60 - დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია. ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვზე დრონების გამოყენებით 17 დარტყმა განახორციელეს. “პირდაპირი დარტყმები განხორციელდა მრავალსართულიან შენობებზე, კერძო სახლებზე, სათამაშო მოედნებზე, ბიზნეს ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ცეცხლმოკიდებული ბინები, დანგრეული სახურავები, დამწვარი მანქანები, ჩამსხვრეული ფანჯრები“, - აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)