|
2025-06-08 14:44:49, 1908 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი - კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება
კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება, - ამის შესახებ უკრაინასთან რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ზორინმა განაცხადა. „რუსულმა მხარემ, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების დაცვით და ასევე სტამბოლში უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რეპატრიაციისთვის მომზადებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვლის ზონაში გადაიტანა. ეს არის 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, რომელთაგან ბევრი იდენტიფიცირებულია“, - განაცხადა ალექსანდრე ზორინმა. მისი თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინას 6000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცეს. „არსებობს სიგნალები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გადაიდება. რუსეთი სპეციალური არხის მეშვეობით ამის შესახებ შეტყობინებას ელოდება“, - აღნიშნა ზორინმა. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)