|
2025-06-01 16:36:07, 1619 ნახვა
ომი უკრაინაში
გუშინ რუსეთმა უკრაინას 472 დრონითა და რაკეტით შეუტია
რუსეთმა უკრაინას გუშინ რეკორდული რაოდენობის, 479 დრონებით და რაკეტებით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 210 დრონი გაანადგურეს, 172 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა. რუსებმა უკრაინას „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის 472 დრონით რუსეთის ფედერაციის მილეროვოს, შატალოვოს, კურსკის, ორიოლის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს. „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით კი - კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან. ამასთან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევისას ოთხი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. მტრის საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები ხარკოვის, სუმის, ჟიტომირის, ოდესის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)