21:25 - 18 Aug, 2026
|
2025-05-30 09:30:12, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან
რუსებმა ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქს და ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა ქალაქის სლობოდსკოის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მუნიციპალური საწარმოს ტერიტორიაზე. „მიმდინარეობს ზარალის მონაცემების დაზუსტება. დარტყმის ადგილზე ხანძარია“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქსა და ქალაქ ხარკოვზე თავდასხმების შედეგად, სულ 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)