22:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 12:00:42, 760 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები „ერთმანეთს აწმენდენ ხელს“.

„ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს და ეს ნიშანი უნდა იყოს „ხარებასთვის“ და გომელაურისთვის, რომ პოლიტიკურ გილიოტინაზე სწორედ წულუკიანი, სოზარ სუბარი და ალუდა ღუდუშაური წარუძღვებიან. მაკო გომურის თვალს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც საშინელი სანახავი იყო და გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით და სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული, ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics