13:42 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 10:24:10, 750 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს „X-ის“ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ

თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა „იქსზე“ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა მას შემდეგ შეეზღუდათ, რაც სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს და ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.

„ანგარიშების უმრავლესობა უნივერსიტეტთან ასოცირებული აქტივისტების ანგარიშებია, რომლებიც ძირითადად აზიარებდნენ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას, ადგილს და დროს სტუდენტებისთვის“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ უილსონის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის კოორდინატორმა და ანალიტიკოსმა, იუსუფ ჯანმა.

ჯანის თქმით, ეს ანგარიშები ძირითადად ეკუთვნით აქტივისტებს, რომელთა გამომწერების რაოდენობა ათი ათასის ფარგლებშია.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, აქტივისტმა ომერ ფარუკ ასლანმა შექმნა მეორე ანგარიში ცენზურის თავიდან ასაცილებლად.

„გუშინ ჩემი ანგარიში დაიბლოკა სასამართლოს ბრძანებით, რადგან ტვიტებმა ექვს მილიონ ნახვას გადააჭარბა“, – აღნიშნა ომერ ფარუკ ასლანმა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღმოაჩინა 326 ანგარიში, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა, სავარაუდოდ, კანონიერია, რადგან თურქული კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ქმედებებს, თუ მთავრობა მოითხოვს ამას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics