|
2025-01-10 16:41:21, 2310 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს
შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გაგრძელდეს, ევროპის ქვეყნები მის კვალს მიჰყვებიან,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა. „ვხედავთ, რომ ქვეყნები აგრძელებენ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოცხადებას და აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, რომელსაც 10 დღე აქვს დარჩენილი, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები ამ ზოგადი ხაზის გავლენას განიცდიან. ეს არის ის, რაც ეხება შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას და მის სატელიტებს, რომლებიც „რამშტაინში“ იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალებს და დამხმარე აღჭურვილობას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)