|
2025-01-09 17:03:45, 1896 ნახვა
ომი უკრაინაში
ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ხერსონის ოლქზე რუსეთის საავიაციო იერიშის შედეგად
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, რუსეთის არმიამ 9 იანვარს ქალაქ ხერსონს სამი მართვადი საჰაერო ბომბი ესროლა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური მროჩკოზე დაყრდნობით წერს, რომ ავიადარტყმამ დაანგრია საცხოვრებელი სახლი და დააზიანა საბავშვო ბაღი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. დაახლოებით ათი ადამიანი დაიჭრა. მოგვიანებით ხერსონის სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ 9 იანვრის ღამეს და დილით რუსეთის არმიის საავიაციო დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ათი დაიჭრა. რუსეთის სამხედრო და ადმინისტრაციული ხელისუფლება უარყოფს უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას. უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ იერიშებს ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი განურჩევლად იღებს მიზანში როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)