|
2024-12-19 10:17:40, 658 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 286 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის (286 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რათა მას რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოხმარდება აღჭურვილობას უკრაინის საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად, მათ შორის მცირე კატერების, სადაზვერვო დრონების, უეკიპაჟო ხომალდების, საბრძოლო მასალების და ნაღმების საწინააღმდეგო დრონების შეძენას; 68 მილიონი თავდაცვის აღჭურვილობაზე დაიხარჯება, მათ შორის რადარებზე, სახმელეთო აღჭურვილობასა და დრონების საწინააღმდეგო რადიო-ელექტრონული ომის სისტემებზე; 26 მილიონი უკრაინისთვის ადრე მიწოდებული სისტემების მხარდაჭერასა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოხმარდება, 39 მილიონი კი დრონების საწინააღმდეგო 1 000 რადიო-ელექტრონული ომის სისტემის და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რესპირატორებისა და აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაზე დაიხარჯება. ასევე, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სამხედრო წვრთნებს შესთავაზებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)