|
2024-11-22 16:01:40, 838 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 34 პირს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 34 პირისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნული განკარგულებით, ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, „უკრაინის მოღალატეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯილდოჩამორთმეულ პირთა შორის არიან: უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე რენატ კუზმინი, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ ფშონკა, III-IX მოწვევის ყოფილი სახალხო დეპუტატი ანდრეი დერკაჩი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი. იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს გარეშე დარჩნენ, ასევე უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკია. სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვათ რუს მომღერლებს: ნიკოლაი ბასკოვს, ფილიპ კირკოროვს, ალექსანდრე მალინინს, რუს კომპოზიტორ იგორ კრუტოის, ასევე მომღერლებს - ანი ლორაკსა და ტაისია პოვალის.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)