|
2024-11-18 09:39:02, 679 ნახვა
ომი უკრაინაში
ქალაქ სუმზე რუსების თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია
უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის განხორციელებული დარტყმის შედეგად რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. სუმის საკრებულოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა, დაიჭრა 55 ზრდასრული და 8 ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა დაადასტურა დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. რუსულმა რაკეტამ ჩაამტვრია მეზობელ 6 მაღალსართულიან კორპუსს მინები და განადგურდა ოთხი მანქანა. „სუმში მოხდა სარაკეტო დარტყმა ცხრასართულიან შენობაზე, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე. . შუაღამის შემდეგ რუსეთის არმიამ სუმიზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)