|
2024-10-04 15:11:54, 1051 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2024“ გაიხსნა
რიგით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში, დღეს სასტუმრო შერატონ ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სამედიცინო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. "ბათუმი მეშვიდედ მასპინძლობს ამ დიდ კონგრესს - ჯეოანესთეზიას, რომელშიც საერთაშორისო დონის ექსპერტები ღებულობენ მონაწილეობას, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგებისთვის, რადგან აქ ხდება ინოვაციებისა და უახლეს კვლევებზე დაყრდნობილი ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარება. წელს კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საექთნო მომსახურების და ამ მიმართულებით სიახლეების გაზიარების კომპონენტიც დაემატა, შესაბამისად ექთნებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და ყველა დელეგატს ვუსურვებ წარმატებას“,- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ორი დღის განმავლობაში გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. წლევანდელი სამეცნიერო-პრაქტიკული პროგრამა მოიცავს სამ მიმართულებას, როგორიცაა: ანესთეზილოგია-რეანიმატოლოგიის და ტკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები; პედიატრიის, გადაუდებელი მედიცინის სფეროში დასაქმებული მედდების პრობლემები; მესამე - რადიოლოგიური მიმართულება, რომელიც წლევანდელი ჯეოანესთეზიის ინოვაციაა. კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სკოლის, გადაუდებელი მედიცინის ექიმთა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)