21:13 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 15:05:23, 702 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძე ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიას დაბა ქედის და წონიარისის საჯარო სკოლებში დაესწრო

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან ცინცაძესთან და რესურსცენტრის უფროსთან, დურმიშხან შავიშვილთან ერთად, დაბა ქედის და წონიარისის საჯარო სკოლებში დაესწრო.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებით გულთბილად მინდა მივულოცო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა პირველკლასელებს, მათთვის დღეს პირველად დაირეკა ზარი. ნაყოფიერ და წარმატებულ წლებს გისურვებთ, თქვენი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ.

დაბა ქედის საჯარო სკოლაში ტრადიციად იქცა ხის დარგვის ცერემონია, რომელიც პირველკლასელებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დარგეს. 

ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 29-ვე საჯარო სკოლაში განახლდა. წელს სულ 155 პირველკლასელია რეგისტრირებული.

ადგილობრივი თვითმმაეთველობის წარმომადგენლები ყველა საჯარო სკოლას ეწვივნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics