01:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 12:07:09, 480 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მეტოქეებთან ძალების მომზადებას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ძალების მომზადებას მეტოქეებთან, მათ შორის რუსეთთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით,  ბაიდენმა საიდუმლო გეგმა მარტში დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონის ბირთვული შეკავების სტრატეგია პირველადაა ორიენტირებული ჩინეთზე და მოიცავს აშშ-ის სამხედროების მომზადებას “შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის, რომლებშიც რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთ ფრონტად იქნება წარმოდგენილი.

 “ბირთვული იარაღის გამოყენების სტრატეგის განახლება დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. დოკუმენტის განახლებული ვერსია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების რამდენიმე თანამშრომელსა და პენტაგონის ხელმძღვანელობას უკვე გადაუგზავნეს. სტრატეგიის განახლების შესახებ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ინფორმირებული იქნება კონგრესიც. დოკუმენტში გაანალიზებულია ის, თუ როგორაა მომზადებული აშშ ბირთვული კრიზისებისთვის“,- აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics