03:04 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 17:31:43, 386 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი მასკზე - ძალიან ჭკვიანი ბიჭია, თუ სურვილი ექნება ჩემს ადმინისტრაციაში თანამდებობას ან მრჩევლის როლს შევთავაზებ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის, ილონ მასკს თავის ადმინისტრაციაში თანამდებობა ან მრჩევლის როლი შესთავაზოს. ამის შესახებ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, “მასკი ძალიან ჭკვიანია. წინა დღით მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა და როგორც იცით, ის თითქმის ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა. ის ძალიან, ძალიან ჭკვიანი ბიჭია. თუ სურვილი ექნება, ნამდვილად შევთავაზებ, ის ბრწყინვალე ბიჭია“.

მოგვიანებით ილონ მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მზად არის, ტრამპის ადმინისტრაციაში იმსახუროს.

ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ელექტრომობილების შეძენაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას. მან აგრეთვე განაცხადა, რომ განიხილავს ელექტრომობილების შეძენაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას.

“ელექტრომანქანების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა ეს უნდა იყოს უფრო პატარა, ბევრად პატარა ბაზარი. ისინი საკმარისად შორს ვერ დადიან და ძალიან ძვირია“,- აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics