|
2024-08-20 12:55:00, 353 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული ცნობილია
"საქართველოს ბანკისა" და Miami Ad School Europe-ის მიერ დაფუძნებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებული ივა ქიმერიძე გახდა. "საქართველოს ბანკისა" და Miami Ad School Europe-ის პროექტის ფარგლებში, ივა ბერლინში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კრეატიულ სკოლაში - Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით Art Direction-ის ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. ივა ახალგაზრდა არტისტია, რომელიც სხვადასხვა ჟანრსა და სტილში მუშაობს. მისი მთავარი ინტერესი ანიმაციებს, ილუსტრაციებს, გრაფიკული დიზაინსა და 3D-ს აერთიანებს. ,,ამ სტიპენდიის შესახებ 3 წლის წინ გავიგე, თუმცა ამ დროის განმავლობაში, სერიოზულად არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო ჩემი უნარები და ინტერესები ერთ მიმართულებაში გამეერთიანებინა. მეგონა, Art Direction-ი შორს იყო ჩემგან, თუმცა დედლაინამდე 2 კვირით ადრე მაინც მივიღე გადაწყვეტილება და ნაჩქარევად შეკრული პორტფოლიო გავგზავნე. ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა, როდესაც საბოლოო შედეგი შემატყობინეს”, - ამბობს ივა ქიმერიძე. "საქართველოს ბანკი", Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით 2019 წლიდან ახორციელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ვავლენთ და მას სწავლას 100%-ით ვუფინანსებთ. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მფლობელი უკვე ოთხი გამორჩეული ახალგაზრდა გახდა. წელს ჟიურის რჩეული ივა ქიმერიძეა, ჩვენ ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთ პერსპექტიულ ახალგაზრდას მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებულის შესახებ იხილეთ ვიდეო. "საქართველოს ბანკის" CSR პროექტებისა და სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)