11:01 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 12:51:47, 425 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა კაციტაძე: დავით უსუფაშვილს ვიცნობდი, გადასაბრალებლად სხვისკენ თითის გაშვერას თავი დავანებოთ

"ვურჩევდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად  პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გადასაბრალებლად სხვისკენ თითის გაშვერას  თავი დავანებოთ",-ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ  შმუშავებულ საკონსტიტუციო  ცვლილებებისთვის ოპოზიციის მხარდაჭერას მხრიდან  ეხებოდა.

"საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს არაფერს ვურჩევდი, მათ თვითონ იციან, რა უნდა  გააკეთონ. მე ვურჩევდი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად  პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გადასაბრალებლად სხვისკენ თითის გაშვერას  თავი დავანებოთ. მათ აქვთ შასნი, რომ 2016 წლისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის დახმარებით და  მათი ხმების გათვალისწინებით, მოახდინონ საკონსტიტუციო ცვლილება. თუ არა, მაშინ ეს ყველაფერი მათ კისერზე იქნება. მათ დაეწერებათ და დაეწერება იმ მკვდრადშობილ საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც ორ წელიწად ნახევარია, შექმნილია, თითი თითზე არ დაუდია, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი უსუფაშვილი, დასკვნები გააკეთოს თვითონ და ჩვენმა მოსახლეობამ",-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ცნობისთვის,  დავით უსუფაშვილმა გუშინ ოპოზიციას მოუწოდა,  "სანამ სულ გვიან არ არის"  2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე  მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics