|
2024-05-24 11:25:07, 879 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
"პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, პაციენტთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით“ - ბათუმში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მიესალმა და აღნიშნა რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები და გამოცდილებების გაზიარება მნიშვნელოვანია ამ სექტორში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისათვის. "მინისტრმა გადაუხადა მათ აქტიური თანამშრომლობისათვის და წარმატებები უსურვა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თეა გიორგაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)