06:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 22:58:59, 702 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა

17 მაისი, სახელოვანი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის და პოეტის ვაჟის, კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში პოეტის ბიუსტთან, რომელიც მწერალთა სახლთან გასულ წელს გაიხსნა და ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოში, საფლავთან პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას.

"ოფიციალურად გაიხსნა ზაზა ხალვაშის კინო სივრცე, სადაც ნიკა ვერძაძის "ზაზას დღიურები" და ამირან ქავთარაძის "მეც უნდა ვიყო შენი პოეტი" ფილმების ჩვენება გაიმართა. ფილმის გადაღება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პროექტის ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

შემოქმედთა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულებად 4 ახალგაზრდა გამოვლინდა. ფრიდონ ხალვაშის სტიპენდია აჭარის მთავრობის ინიციატივით დაწესდა. ლიტერატურული კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულებს 7 თვის განმავლობაში გადაეცემათ სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.

ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელობის სახლ-მუზეუმს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მწერალთა კავშირის წევრებთან, ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics