11:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 20:01:51, 685 ნახვა

საზოგადოება
ციხისძირში დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

ციხისძირში ხეების გადარგვის საქმეზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი 19 თებერვლისთვის გადაიდო. პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

ციხისძირში დაკავებულების პროცესი ბათუმის საქალაქო სასმართლოში შვიდი საათისთვის დასრულდა. 

დაკავებულები განცხადებით, პატიმრობა უკანონო იყო. 

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ციხისძირში "ნაციონალური მოძრაობის" ერთი და "პარტიზანი მებაღეების" სამი წევრი გუშინ დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როცა აქციის წევრები კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. 
შეგახსენებთ, რომ “პარტიზანი მებაღეები” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics