21:24 - 18 Aug, 2026
|
2024-04-29 11:25:51, 792 ნახვა
რეგიონი
სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. „პროექტი რეგიონების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)