22:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 14:24:47, 286 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრას გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი - ნაიდა შამილოვა უძღვებოდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მმართველი საბჭოს შეხვედრის მიზანს პროგრამის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგების და ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი დანაყოფი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით სარისკო ქვეყნებიდან შემოსული კონტეინერების კონტროლს აწარმოებს ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი იარაღის, მასობრივი განადგურების იარაღისა და ბირთვული მასალები მიკვლევა-ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროექტის ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics