|
2024-04-17 13:21:12, 756 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომელსაც მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ს.ს.ი.პ აჭარის სატყეო სააგენტოს ქედის სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი ჯემალ ბერიძე, მოადგილე თემურ პაპუნიძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე ისაუბრეს თემებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების, კულტურული ღონისძიებებისა და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ. ქედის სატყეო ადმინისტრაციის დირექტორმა, ჯემალ ბერიძემ, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს სიახლეების და თემებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)