12:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 17:34:47, 1621 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - სისხლში აღმოჩნდა მძიმე მეტალები - არ არის გამორიცხული, ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა

სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები. აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც".

"მეუფე შიოს მდგომარეობა დღეს არის ნორმალური, მუშაობს, ყველა პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვების და ვარაუდების გამოთქმა, არ მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ, შემდგომი დაკვირვება და კვლევა რას მოგვცემს. 

ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს - ერთი არის, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, რომ ვიღაცის ინტერესში იყოს მისი ავადმყოფობა",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics