|
2023-05-17 13:10:50, 1337 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აქტიური ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების, მიმტანებისა და გიდებისთვის ატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე კვირიდან კი ტრენინგების საგაზაფხულო სესიები სასტუმროების ადმინისტრატორებისთვისაც დაიწყება. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე http://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ. „წელს, პირველად ჩატარდა ტრენინგები დამწყები თურქულენოვანი გიდებისთვისაც, რომლებმაც გიდის პროფესიასთან ერთად ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით მიიღეს თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა. ჯამში, ზოგადად გიდების გადამზადებისას 35-ზე მეტი დამწყები გიდმა გაიარა ტრენინგები. რაც შეეხება, ტურისტულის სექტორის სხვა წარმომადგენლებს მათ ცოდნა სერვისის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიუმჯობესეს. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება. წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებთან ერთად მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებსა და ვორქშოპებს გეგმავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)