07:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 21:07:30, 952 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებამდე

„ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკითხი, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირდეს სწორად და აღნიშნავს,რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ  სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში მიხეილ სააკაშვილის საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება.

„დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში – სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით დაუყონებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს, რაიმე დოზით, რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მასზე, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შეეძლება, რომ დარწმუნდეს და ცხადია, ეს ვერ და არ დაიმალება. ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics