|
2023-05-02 09:53:38, 1572 ნახვა
რეგიონი
ავიაკომპანიები Flynas-ი და FLY DUBAI ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების სიხშირის გაზრდას გეგმავენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ FLY DUBAI-ს და Flynas ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ბათუმი დუბაის მიმართულებით რეისების დამატებისა და პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს. ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად, არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე, დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 2023 წლის ზაფხულში ბათუმი-დუბაის მიმართულებით რეისებს განახორციელებს Flynas, 25 ივნისიდან დაემატება FLY DUBAI-ს რეისები. "შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას, რაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეისების დამატება. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იღებდნენ. 1-4 მაისს დუბაიში იმართება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სახვადასხვა ქართული ტურისტული კომპანიის გვერდითაა წარმოდგენილი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)