|
2023-04-06 20:12:17, 3558 ნახვა
კომენტარი
იუკნევიჩიენე სანქციებზე - მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია
ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, დიდი პროცესის დასაწყისია, რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას ის ამაზე კომენტარს წინასწარ ვერ აკეთებს. "ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)